სერვისი
დავით ქემოკლიძე, ჩვენი სერთიფიცირებული ტექნიკოსი, რომელიც გაგიწევთ შეკეთების სერვისს Husqvarna-სა და KTM-ის მოტოციკლებისთვის.
ძრავი: ზეთისა და ფილტრის გამოცვლა, სანთლის გამოცვლა, აირგამანაწილებელი სისტემის დიაგნოზი და გასწორება (სარქველების ღრეჩოს სტანდარტზე დაყენება, გამანაწილებელი ლილვის ჯაჭვის გამოცვლა), ჰაერის ფილტრის გამოცვლა, ძრავის კაპიტალური შეკეთება.
გადაცემათა კოლოფი: დიაგნოზის დასმა, შეკეთება, გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლა თუ ძრავისგან დამოუკიდებელი სისტემაა.
სამუხრუჭე სისტემა: ხუნდების გამოცვლა, სამუხრუჭე სითხის გამოცვლა,სამუხრუჭე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
ამორტიზატორი: ამორტიზატორების რეგულირება ბაიკერის წონის მიხედვით, ამორტიზატორის დაშლა გაწმენდა, ზეთის და ცვეთადი დეტალების შეცვლა.
ელექტროობა: კომპიუტერული დიაგნოსტიკა (მხოლოდ Husqvarna-ს მოტოციკლების შემთხვევაში), ელექტო სისტემაში პრობლემის აღმოფხვრა.