წესები და პირობები

ზოგადი წესები

თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ „წესებსა და პირობებს“, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ. თუ გააგრძელებთ www.husky.ge-ს მოხმარებას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას ჩვენთვის ეს იქნება „წესებსა და პირობებზე“ თანხმობის ტოლფასი.

ჰასკი სკოლის ჯავშნისათვის განხორციელებული თანხის დაბრუნება არ ხორციელდება. ჯავშანი ასევე არ ექვემდებარება თარიღის ცვლილებას. მომხმარებლის მიერ შერჩეულ ჯავშნის დროს არ გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურება ითვლება მიწოდებულად.

აღნიშნული „წესებისა და პირობების“ გათვალისწინებით, გენიჭებათ შეზღუდული, გაუქმებადი, არაგადაცემადი და არაექსკლუზიური ლიცენზია, რომ გამოიყენოთ ვებგვერდი პროდუქციის მხოლოდ პირადი მიზნით შეძენისთვის. დაუშვებელია, ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ ვებგვერდი თქვენი ან მესამე პირის კომერციული მიზნებისთვის. თქვენი მხრიდან ნებისმიერი პირობის დარღვევა გამოიწვევს თქვენთვის ზემოხსენებული ლიცენზიის გაუქმებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

გარდა ზემოხსენებული შემთხვევისა, არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, აწარმოოთ, განახორციელოთ დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოთ, გადასცეთ, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოთ, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, დაშალოთ, შეადგინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ აღნიშნული ვებგვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ გაქვთ ჩვენგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება ჩვენი მხრიდან. ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, და/ან გავაუქმოთ შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს.

თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე საიტზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, Worm-სა და Trojan Horses-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.

ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები, ცალკეული პიროვნების პირადი აზრია და არ გამოხატავს ჩვენს ხედვას. პროდუქტის დახასიათება, რომელიც წარმოდგენილია ვებგვერდზე ეკუთვნის გამყიდველს, და არა მომსახურების გამწევს ანუ www.husky.ge-ს.

ვებგვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და ანგარიში. პაროლისა ან საიდენტიფიკაციოს გამოყენებისას, ყოველ ჯერზე მოგეთხოვებათ, რომ გაიაროთ ავტორიზაცია და დაიცვათ აღნიშნული „წესები და პირობები“. ამასთანავე, ჩვენ არ გვაკისრია ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ავტორიზაციის პროცესი ან მისი წყარო.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მინიჭებული პაროლითა და საიდენტიფიკაციო მონაცემებით, ნებისმიერი სხვა მომხმარებელი გაივლის სისტემაში ავტორიზაციას და მიიღებს husky.ge-ს სერვისს, ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ, მიუხედავად იმისა, ეს პირი ავტორიზებული იყო თქვენ მიერ, თუ არა. ამასთან შესვლა/მოხმარება გულისხმობს შეუზღუდავად ყოველგვარ კომუნიკაციას/გადაცემას/ოპერაციას/ვალდებულებას (ეს ასევე მოიცავს ფინანსურ ვალდებულებებსაც), რომელიც განხორციელდა გვერდზე ამგვარი შესვლით ან გამოყენებით.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის ყიდვა, აუცილებელია თქვენი ზუსტი პირადი მონაცემები. კონკრეტულად კი, უნდა მოგვაწოდოთ, თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად. ამასთანავე, მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ ინფორმაცია გადახდის დეტალების შესახებ, რაზეც აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ ის არის მოქმედი, სწორი და ბრძანდებით პიროვნება, რომელიც მითითებულია ინვოისის მისამართში.

ვებგვერდის ან ელფოსტის მეშვეობით ჩვენთან დაკავშირების დროს, ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ელექტორონული ფორმით კომუნიკაციაზე. თქვენთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას ელექტრონულად ელფოსტის მეშვეობით, ვებგვერდზე შეტყობინების განთავსებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეთანხმება, შეტყობინება, ინფორმაციის გამჟღავნება და სხვა სახის კომუნიკაცია, რომელსაც ელექტრონულად გაწვდით აკმაყოფილებს ყველა იმ სამართლებრივ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ეს კომუნიკაცია ითვლება წერილობითი ფორმით განხორციელებულად.

პროდუქცია

ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ზუსტად აღვწეროთ პროდუქცია და მისი შემდაგენლობა, თუმცა, რადგან აღწერილობა ეფუძნება პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ რომელიმე აღწერილობა ნამდვილად ზუსტი, სრულყოფილი, სანდო ან უშეცდომოა.

ჩვენ უფლებას არ ვაძლევთ პარტნიორ კომპანიებს, რომ მოგვაწოდონ ყალბი ან იმაზე დაბალი ხარისხის პროდუქცია ვიდრე წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქცია არ შეესაბამება აღწერილს, არის ყალბი ან იმაზე დაბალი ხარისხის ვიდრე წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სატელეფონო ცენტრს, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 32 2421330.

ინტელექტუალური საკუთრება

ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის გამოსახულება, სხვა გამოსახულება, აუდიო/ვიდეო კლიპი და პროგრამა (ერთად წოდებული, როგორც „შემადგენლობა“), ექსკლუზიურად ეკუთვნის კომპანია ჰასკის ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ნებისმიერი შემადგენლობის შეგროვება, მოწყობა და გაერთიანება, რომელიც განთავსებულია ამ ვებგვერდზე („კრებული“), არის კომპანიის საკუთრება ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ან პროგრამის მომწოდებლების. შემადგენლობა, კრებული და პროგრამა, სამივე დაცულია საქართველოს და საერთაშორისო ინტელექტუალური სამართლის კანონმდებლობის თანახმად. შპს ჰასკი პარკ და www.husky.ge და სხვა ლოგო, ლოგოს დიზაინი, აღწერა, სლოგანი, სავაჭრო სახელი ან სიტყვა დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო ნიშანი, კომპანიის ან მისი მომსახურების მომწოდებლის, მასთან დაკავშირებული კომპანიის, მომწოდებლის ან მესამე მხარის მიერ. ჩვენი სავაჭრო ან მომსახურების ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ჩვენი წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო ნიშანი ან მომსახურების ნიშანი ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სასაქონლო ან მომსახურების ნიშანი იმგვარად, რომ დაამციროთ ან შეურაცხყოფა მიაყენოთ ჩვენს რეპუტაციას.

დაკარგვის რისკი

ჩვენ არ ვიღებთ დაკარგვის რისკს საკუთარ თავზე, მანამ სანამ, დაბრუნებული ნივთი არ იქნება ჩვენი შესრულების ცენტრის ტერიტორიაზე.

ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსალოდნელი შედეგები

გარდა სხვა იურიდიული და სამართლებრივი საშუალებებისა, უფლებას ვიტოვებთ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ან გავაუქმოთ ნებისმიერი უფლება, რომელიც მოგენიჭათ აღნიშნული ხელშეკურლების საფუძველზე. ხელშეკრულების გაუქმებისას, დაუყოვნებლივ დაკარგავთ ყველა სახის წვდომას ვებგვერდზე, ასევე გაგიუქმდებათ პაროლი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. იმ ანგარიშზე, რომელიც თქვენს სახელზე შეიქმნა, შეეზღუდება ვებგვერდის მოხმარების უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი სახით შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება, ფულადი ვალდებულებებით).

ბეჭდვითი შეცდომები

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, ვიტოვებთ, უფლებას, რომ ამ შემთხვევაში უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ შეკვეთა. ამ უფლებას ვიტოვებთ მაშინაც კი, როცა შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.

ბმულები

www.husky.ge შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებთან დასაკავშირებლად, რომლებიც ეკუთვნის და ოპერირებს სხვა კომპანიების ან პირების მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ www.husky.ge-ი არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდების შემადგენლობასა და ფუნქციონირებაზე.

სამართლებრივი დაცვის საშუალებები

თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევის მიერ. კომპანია, იტოვებს უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს სამართლებრივი დაცვის ფორმის არჩევა.ამასთანავე, ერთეულ შემთხვევაში, საკუთარი ნებით, სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე უარის თქმა, არ არის საფუძველი იმისა, რომ სხვა მსგავს დარღვევაზე კომპანიამ უარი განაცხადოს ამ მექანიზმის გამოყენებაზე.

მოქმედი კანონმდებლობა

ათვითცნობიერებთ, რომ ამ ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დავა წარმოიქმნება ვებგვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.

დავები

ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება ვებგვერდს, პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდულს/მიწოდებულს ჩვენ მიერ ან www.husky.ge-ის მეშვეობით გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.

დაბრუნების პოლიტიკა

ქარხნული წუნის შემთხვევაში გახორციელდება პროდუქციის გამოცვლა ან არ არსებობის შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება (გადარიცხვის მომსახურების თანხის გამოკლებით)

გარდამავალი დებულებები

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.

მისამართი

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი კითხვა და კომენტარი (რაც ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შეტყობინებას) www.husky.ge-ს ვებგვერდთან დაკავშირებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, თბილისი-კოჯორის N22.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ამ კონფიდენციალურობის პოლისის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი ( www.husky.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.

ეს პოლისი გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლისით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ პოლისით განსაზღვრული წესების საწინააღმდეგოდ.

ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ პოლისში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.

შესვლის მონაცემები

ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

“COOKIES”

“Cookies” არის ფაილების ერთიანობა მცირე რაოდენობის ინფორმაციით, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდინტიფიცირებელი. ისინი იგზავნება თქვენ ბრაუზერზე ვებგვერდიდან, რომელსაც სტუმრობთ და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

ჩვენი ვებგვერდი გამოიყენებს „Cookies” იმისათვის, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება. თქვენ გაქვთ საშუალება დათანხმდეთ, ან უარი თქვათ „Cookies”, როდესაც ის იგზავნება თქვენ კომპიუტერზე. თუ თქვენ უარს იტყვით მის მიღებაზე, შეიძლება გარკვეული სახის მომსახურებები შეგეზღუდოთ.

მომსახურების მომწოდებელი

ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი – კომპანიები ან ინდივიდები – შემდეგი მიზნებისათვის:

  • მომსახურების გაუმჯობესება;
  • მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე – მომსახურებები;
  • მომსახურების ანალიზი.

ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

უსაფრთხოება

ჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

სხვა ვებგვერდის ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობა

ჩვენი მომსახურება არ ვრცელდება 18 წლის ასაკს ქვემოთ პირებზე.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლისში

აღნიშნული პოლისი ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის  www.husky.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე.

შპს ჰასკი ჯგუფი ცალმხრივად გაფრთხილების გარეშე უფლებას იტოვებს ნებისმიერ მომენტში დაამატოს, გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი წესი ან დებულება.

შპს ჰასკი იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერ შეკვეთა თანხის დაბრუნებით, რომელიც გამოწვეული იყო პროგრამული ხარვეზით ან რაიმე სხვა დამატებითი გარემოებით.

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლისთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

კონტაქტი:
SHOPPING BAG 0
RECENTLY VIEWED 0